Tbilisi Pride კახა კალაძეს მიმართავს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს

ByOn.geGeorgia
0
Tbilisi Pride თბილისის მერს კახა კალაძეს წერილით მიმართავს, რომ 17 მაისს ქალაქის ანძა ლგბტ დროში ფერებში განათდეს. როგორც Tbilisi Pride-ს წევრმა, გიორგი თაბაგარმა On.ge-ს უთხრა, ანძის განათება სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშანი იქნება. 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს კამპანიის ფარგლებში ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს ლგბტ დროშები აივნებიდან და სხვადასხვა სივრციდან გადმოფინონ. თაბაგარის თქმით, ისინი კამპანიაში ჩართვისკენ მერიასაც მოუწოდებენ.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0