37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა

0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მეათე და მეორე კლასის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია ისინი შავშვების სკოლაში სწავლობენ. სკოლის დირექტორის თქმით, და-ძმა პაპისგან დაინფიცირდა. ხვალიდან კი სასწავლო პროცესი, ორი კვირის განმავლობაში, დისტანციურ რეჟიმზე გადავა. , , როგორც ცნობილია, 22 სექტემბერს, სოფელ ნადარბაზევში მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კი დადებითი პასუხი ტესტებზე მის ორ შვილიშვილს მოუვიდა. ისინი და-ძმანი არიან." - გვითხრა სკოლის დირექტორმა. ბავშვები სკოლაში ბოლოს 25 სექტემბერს იყვნენ: , , ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელში, ამოწმებენ თანაკლასელებს. ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში. მანამდე, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ამის გამოცდილება გვაქვს" - აცხადებს დირექტორი. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 - შიდა ქართლში. მათ შორის, 2-2 ქარელსა და ხაშურში, 3 - გორის მუნიციპალიტეტში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ბინები
#goridaily
წყარო: qartli.ge
0