„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ..

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143449 „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ სოზაშვილის თქმით, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს. „ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ხედავს ლგბტ ადამიანებს, აღიარებს მათ არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურმა გუნდმა ერთად უნდა მიიღოს, კალაძე ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სოზაშვილმა , , ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
0