კოალიციური ძალების მიერ იემენის პროვინცია ალ-მაჰრას “ოკუპაცია”

0
Human Rights Watch (HRW)-მა საუდის არაბეთის და მისი მოკავშირეების ქმედებები დაგმო. იემენის აღმოსავლეთ პროვინცია ალ-მაჰრაში საუდების ძალები ადგილობრივების დაკავებას, გატაცემას და მათზე ძალადობას აწარმოებენ. “Saudi forces and their Yemeni allies’ serious abuses against local-Mahra residents is another horror to add to the list of the Saudi-led coalition’s unlawful conduct in Yemen, ” said Michael Page, HRW’s deputy Middle East director.  “Saudi Arabia is severely harming its reputation with Yemenis when it carries out these abusive practices and holds no one accountable for them.” უკვე 5 წელია, რაც იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, საუდის არაბეთი და გაერთიანებული საემიროები იემენის კონფლიქტში ჩაერივნენ, ჰადის მხარეზე ჰუტების წინააღმდეგ. სამოქალაქო ომის მსვლელობისას ათასობით ადამიანი დაიღუპა. გაეროში აცხადებენ, რომ ამ კონფლიქტის შედეგად იემენში ჰუმანიტარული კოატასტროფაა. იემენის სხვა რეგიონაბისგან განსხვავებით, ალ-მაჰრა თავისი მდებრეობის გამო, ომს გადაურჩა თუ არ ჩავთვლით მცირე შეტაკებებს. ალ მაჰრა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ესაზღვრება ომანს და საუდის არაბეთს. 2017 წლის დეკემბერში სამეფოს ძალები ალ-მაჰრაში შევიდნენ და დაიკავეს აეროპორტი. საუდების ამ ქმედებას ადგილობრივებმა „ოკუპაცია“ უწოდეს და მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარება დაიწყეს. HRW-ის მტკიცებით, დემონსტრანტებს საუდები არბევდნენ, ჟურნალისტებს და აქტივისტებს აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოსნენ და აეროპორტის იზოლატორში გადაჰყავდათ. “They must treat people taken into custody for security reasons humanely, and if they detain someone on suspicion of committing a criminal offense, transfer them to the custody of the Yemeni government for investigation and prosecution, ” the report said.
#politics
#news
#opinion
#events
#religion
#yemen
#saudiarabia
#coalition
#province
#gulf
#middleeast
#civilwar
#houthis
#ახლოაღმოსავლეთი
#საუდისარაბეთი
#იემენი
#სამოქალაქოომი
0