იტალიელი სილვია რომანოს ისტორია

0
ეს 25 წლის მილანელი გოგონა სილვია რომანო იტალიის უშიშროების ძალებმა დაიხსნეს კენიაში ისლამისტი ტერორისტების ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, სადაც სოციალურ საკითხებში მოხალისედ მუშაობდა. თუმცა, რომის სამხედრო აეროპორტში სპეციალური რეისის დაშვების შემდეგ საზოგადოებამ იხილა ჰიჯაფში ჩაცმული სილვია და მოისმინა მისი სიტყვები - ისლამი მივიღე და ეს იყო ჩემი თავისუფალი არჩევანი. (ანუ ტერორისტების ტყვეობაში). მეორე დღესვე მილანში მის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს შუშის ბოთლები დაუშინეს მემარჯვენე ძალებმა. დიდი აურზაური გამოიწვია ამ ამბავმა. ვნახოთ, როგორ დამთავრდება.
0