Spotify-ს პრემიუმ პაკეტი, ახალი მომხმარებლებისთვის, 3 თვით უფასო იქნება

0
დღეიდან, მუსიკის სტრიმინგის ცნობილი პლატფორმა – Spotify ორ სიახლეს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ახალ მომხმარებლებს, რომლებიც 30 ივნისამდე დარეგისტრირდებით პლატფორმაზე, 3 თვით, უფასოდ შეგეძლებათ პრემიუმ პაკეტით სარგებლობა. ეს ვრცელდება პრემიუმ პაკეტის სამივე მიმართულებაზე, იქნება ეს საოჯახო, ინდივიდუალური, თუ სტუდენტური პაკეტი. (მათი ფასი აქამდე 5-დან 15 დოლარამდე იყო). ხოლო მათ, ვინც უკვე იყენებდა ამ პაკეტს და 14 აპრილამდე შეწყვიტა პლატფორმით სარგებლობა, შეუძლიათ ამ სამ თვეში, ჯამურად, 9.99 დოლარი გადაიხადონ. უფრომ მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ვებგვერდს ეწვიოთ. ეს გადაწყვეტილება, Spotify-ს მხრიდან, შეგვიძლია COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის შენარჩუნების მცდელობად მივიჩნიოთ. ამას ადასტურებს ფაქტი, რომლის მიხედვითაც კომპანია 14 აპრილამდე, პლატფორმიდან წასული მომხმარებლების მობრუნებას, შესაბამისად კი, დაკარგული შემოსავლის აღდგენას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, Spotify-დან წასული 6 მომხმარებლიდან ერთი ადასტურებდა, რომ პლატფორმა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო დატოვა. Spotify საქართველოში ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ შემოსულა. თუმცა, მისით ბევრი ქართველი მომხმარებელი სარგებლობს. პლატფორმით სარგებლობის დაწყება კი, სურვილის შემთხვევაში, VPN-ის, ან უცხოეთში მცხოვრები მეგობრის დახმარებით შეგიძლიათ
#spotify
#technology
#tech
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0