პიტერ პენის, კრისტოფერ რობინისა, ალისას რეალური პროტოტიპების არაზღაპრული ცხოვრება

0
არაერთი ცნობილი ზღაპრის გმირი, რომელთა სახელებიც დღეს ყველა ბავშვმა იცის, თავის დროზე რეალური ბავშვების პროტოტიპების საფუძველზე შეიქმნა. კრისტოფერ რობინი, ალისა და პიტერ პენი მარადიულ ბავშვებად დარჩნენ, არადა თითოეულს თავისი ცხოვრების გზა ჰქონდა, რომელსაც ზღაპრულს ნამდვილად ვერ უწოდებ. ვინ იყვნენ ეს ბავშვები, როგორ იცხოვრეს და რა ბედი ეწიათ მათ. კრისტოფერ რობინი (ალან მილნის "ვინი პუჰი") ვინი პუჰის მეგობარი, კრისტოფერ რობინი ზღაპრის ავტორის შვილი იყო. მოგვიანებით ბიჭუნა წერდა: "არსებობს ორი რამ, რამაც ჩემი ცხოვრება დაჩრდილა. პირველი მამაჩემის დიდება და მეორე - "კრისტოფერ რობინი". მილნების ოჯახში გოგონას ელოდნენ. არადა ბიჭი დაიბადა, რომელსაც გოგონასავით ზრდიდნენ. გოგოს კაბებს აცმევდნენ, გოგოსავით მიმართავდნენ... მშობლებთან ურთიერთობა ვერ ააწყო - დედა მხოლოდ საკუთარი თავით იყო დაკავებული, მამა კი - თავისი შემოქმედებით. ბავშვი ძალიან კეთილი, ნერვიული და მორიდებული იყო. ძირითად დროს ძიძასთან ატარებდა. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ ის კრისტოფერ რობინისა და გოჭუნას პროტოტიპი იყო. ბიჭის საყვარელ სათამაშოდ დათუნია თედი იქცა, რომელიც მამამ პირველ დაბადების დღეზე აჩუქა. დათუნის მისი თანამოსაუბრე და ერთადერთი მეგობარი გახდა, მოგვიანებით კი - მამამისის წიგნის მთავარი გმირი ვინი პუჰი. მამასთან განსაკუთრებული ურთიერთგაგება არ ჰქონია, მხოლოდ მაშინ დაახლოვდნენ, როცა დედამ მიატოვა და საყვარელთან გადაბარგდა. ამ დროს კრისტოფერი მოგვიანებით გაიხსენებს, როგორც ყველაზე ბედნიერ პერიოდს მის ცხოვრებაში. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. ამის წყალობით მთელი სიცოცხლე თავის ტკივილები ტანჯავდა. დედასთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. უფრო სწორად, თავად დედას არ ჰქონია მათან დაკავშირების მცდელობა. დოროთი მილნმა სიკვდილის წინაც არ მოისურვა შვილთან დამშვიდობება. ომის შემდეგ კრისტოფერი საკუთარ მამიდაშვილზე დაქორწინდა. მამა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო - მომავალი შთამომავლობის ბედი აღელვებდა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არ ცდებოდა. კრისტოფერ რობინის ქალიშვილი თანდაყოლილი ცერებრალური დამბლით დაიბადა. თუმცა ალან მილნი არ ამბავს ვერ მოესწრო - ბავშვის დაბადებამდე 3 წლით ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით კრისტოფერ რობინმა ორჯერ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ეწერა: „მამა მხრებზე შემაჯდა და სახელიც კი მომპარა. ვოცნებობდი, რომ მას არასოდეს დაეწერა ეს ზღაპარი. მამას თითქმის ვერასდროს ვხედავდი. ერთ მშვენიერ დღეს სულაც რომ გამქრალიყო, ვერ შევამჩნევდი და არც ვიდარდებდი". თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მამასთან უეთიერთობის გამოსწორება მან შეძლო. სამაგიეროდ ვერასოდეს ნახულობდა საერთო ენას თანატოლებთან, რომლებიც მისი მორცხვი ხასიათის გამო სულ დასცინოდნენ. მუდმივი დაცინვისა და დამცირების გამო მას სკოლის შეცვლაც კი მოუხდა. კრისტოფერ რობინმა, მართალია არცთუ ბედნიერად, მაგრამ დიდხანს, 75 წლამდე იცოცხლა. ბოლო დროს თავის ტკივილები აუტანელად სტანჯავდა. ძილში გარდაიცვალა. ალანისა და მისი ავტობიოგრაფიული წიგნების გამოცემის ჰონორარებზე უფლება მისმა ქალიშვილმა, კლერმა მოიპოვა, რომელიც სხვათა შორის, საკუთარ დედას სასამართლოს ძალით წაართვა.
#კრისტოფერრობინი
#რეალურიპროტოტიპები
#პროტოტიპები
#არაზღაპრულიცხოვრება
Tbilisi
0