0
Coca-Cola, რამადანისთვის, სპეციალური ეტიკეტით გამოვიდა??? ნორვეგიაში, რამადანისთვის, კოკა-კოლა სპეციალური ეტიკეტით გამოვიდა. ბრენდის სახელთან ერთად, შეფუთვაზე, მუსლიმთა მთავარი სიმბოლო – ნახევარმთვარეა გამოსახული. რამადანი მუსლიმური კალენდრის მე-9 თვის სახელია. ამ დროს, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, ყველა ვინც რამადანს იცავს, მარხულობს – საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობს. მისი დღეები მოძრავია, წელს 5 მაისს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდება. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდება ნორვეგიაში კოკა-კოლა სპეციალური შეფუთვით. როგორც წესი, შობა-ახალი წლისთვის, მთელს მსოფლიოში და მათ შორის ნორვეგიაში, „კოკა-კოლა“ სადღესასწაულო ეტიკეტით გამოდის. თუმცა, ამ ქვეყანაში, რამადანის დროს, ბრენდს პროდუქტი სპეციალური შეფუთვით აქამდე არ გამოუშვია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მუსლიმთა რაოდენობა ნორვეგიაში სწრაფად იზრდება და ახლა მოსახლეობის 5.7%-ს შეადგენს.
0