როგორ მივიღოთ ფერმერისთვის განკუთვნილი დახმარება

0
სუბსიდიის მიიღებთ, თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარზე 200 ლარია. ანუ, თუ თქვენ ფლობთ 1 ჰექტარს აგრობარათზე დაგერიცხებათ 200 ლარი, თუ 0.25 ჰექტარს - 50 ლარი. სუბსიდიის გაცემის ზედა ზღვარი 10 ჰექტარი და შესაბამისად 2000 ლარია. თანხა ქულების სახით დაირიცხება აგრობარათზე, სადაც 1 ქულა უდრის 1 ლარს. 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ბარათზე დარიცხული ქულებით შეიძენს: სასუქებსა თუ მცენარეთა დაცვის და მოვლის სხვა საშუალებებს. ასევე სათესლე და სარგავ მასალებს. 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე აგრობარათზე დარიცხული ქულებით მიწის მოხვნა-დამუშავებასაც შეძლებს. აგრობარათს, რომელზეც სუბსიდიის თანხა დაირიცხება “ლიბერთი ბაკი” უსასყიდლოდ დაგიმზადებთ. ამისთვის განაცხადი ბანკის სასურველ ფილიალში უნდა გააკეთოთ. აგრობარათზე დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალიზებულ მაღაზიებში, ხოლო თუ იმ კატეგორიაში მოხვდით, ვისაც საუბსიდიის გამოყენეა მიწის ხვნა-დამუშავებისთვისაც შეუძლია, აუცილებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიას (ყოფილი შპს მექანიზატორი“) უნდა მიმართოთ, რომელსაც საქართველოს რეგიონებში 12 სერვისცენტრი აქვს. პროგრამა 20 მაისიდან დაიწყება და აგრობარათზე დარიცხული ქულების გამოყენება წლის ბოლომდე შეგეძლებათ.
#news
#სუბსიდია
#ფერმერები
#დახმარება
#tbilisidaily
#dailynews
0