აშშ-ს საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს 4 000 PCR ტესტი და ტესტირების ორი აპარატი გადასცა

ByOn.geGeorgia
0
ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტირების ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის საელჩომ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელეს. საელჩოს განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან (DITRA) სამინისტრომ 20 000-მდე დოლარის ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიც მიიღო.
#news
#politics
#Covid19
ByOn.geGeorgia
0