ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე -ოქრუაშვილის კომენტარი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ

0
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს იყო პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა. "ძალიან მრცხვენოდა “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორისა და ევროპარლამენტარის ძალისხმევას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და ბორდერიზაციის შესაჩერებლად მათ უწევდათ თავისი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მე პირადად ამის გამო მრცხვენოდა. მით უმეტეს ყოველდღიურ რეჟიმში განცხადებების კეთება და ძალისხმევა საქართველოში სიტუაციის დალაგებისთვის", - განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ ოქრუაშვილმა.
#news
#politics
#ოქრუაშვილი
#შეწყალება
0