ბაკურიანის საკარანტინო ზონა დღეს 72-მა მოქალაქემ დატოვა

0
ბაკურიანის საკარანტინო ზონა დღეს 72-მა მოქალაქემ დატოვა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ. თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მოქალაქეთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 3 819 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 17718 ადამიანს დაუსრულდა. #news#ბაკურიანი#საკარანტინო ზონა#Tbilisi Daily#dailyDaily
0