შოკოლადის პუდინგი

0
?‍?დაგჭირდებათ: ?‍? 2 ჭიქა ქოქოსის რძე; 1 ჭიქა წყალი; 70 გრ ყავისფერი შაქარი; 45 გრ კაკაო; 120 გრ შავი შოკოლადი; 1 ჩაის კოვზი აგარ აგარი; მწიკვი მარილი. ?მომზადება: ? ქოქოსის რძე, შაქარი, წყალი, მარილი მოათავსეთ ქვაბში და დაადგით საშუალო ცეცხლზე. ცალკე ჯამში ჩაყარეთ კაკაო და დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი წყალი, მოურიეთ კარგად და ჩაუშვით რძის მასაში, როდესაც რძე შეთბება დაუმატეთ შოკოლადი და ინტენსიურად ურიეთ სანამ არ დადნება. ბოლოს ვამატებთ აგარ აგარს. ცალკე ჭიქაში გახსენით 1 ჩაის კოვზი აგარ აგარი + 1სუფრის კოვზი წყალი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შოკოლადის მასას. მიიყვანეთ ადუღებამდე. 1-2 წუთი რო იდუღოს. შემდეგ მოათავსეთ თქვენთვის სასურველ ფორმაში. ძალიან ცხელი მასა არ მოათავსოთ მაცივარში, გაგრილდეს და გაგრილების შემდეგ რამოდენიმე საათი იდოს მაცივარში.
#culinary
#cuisine
#news
#opinion
Tbilisi
0