ამერიკის საელჩომ სამინისტროს ტესტირების აპარატები და ტესტები გადასცა

0
ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. „პისიარ“ ტესტირების აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ტვირთის გადაცემა ექსპო-ჯორჯიაში, ჯანდაცვის სამინისტროს დროებითი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. აშშ-ს ელჩმა საწყობის ტერიტორია და ის პირადი დაცვის საშუალებები დაათვალიერა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგში აქვს. #mohgovge #stopcovid #covid19 #ტესტები #კორონავირუსი #coronavirus
0