ზუგდიდში კორონავირუსი შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.

0
ზუგდიდში, კორონავიურუსზე მიმდინარე გამოკვლევის შედეგად, 146 პირიდან ერთ-ერთს, 42 წლის მამაკაცს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. პაციენტი ზუგდიდის მკვიდრია. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი კონტაქტების დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. კომენტარს აკეთებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია : „ის ახალგაზრდა მამაკაცია. ამჟამად მოთავსებულია რუხის კლინიკაში და იქ გადის მკურნალობას. რაც შეეხება პაციენტის კონტაქტებს, მისი ნაწილი გამოკვლეულია და ისინი გადაყვანილები არიან საკარნტინე სივრცეში“ ამ დროისთვის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 5 პაციენტი მკურნალობს.
#ზუგდიდი
#კორონავირუსი
#დადასტურებულიშემთვევა
#რუხი
#თვითიზოლაცია
#კლინიკა
#zugdididaily
0