7 რჩევა მათთვის,ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს

0
თუ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ, ჩვენ გირჩევთ : ეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი. ზოგადად ეცადეთ აირიდოთ ცხიმიანი საკვების მიღება. ბოსტნეული და ხილი საუკეთესო არჩევანია, დიდი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებს, მათში ცხიმის შემცველობა კი დაბალია. 1. კვების რაციონში აუცილებელია იყოს ბრინჯი. 2. შეგიძლიათ მიირთვათ რძე, თუმცა უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებ ცხიმიანს. 3. შეგიძლიათ მიიღოთ იოგურტი. (ამ შემთხვევაშიც აკონტროლეთ ცხიმის შემცველობა). 4. თუ ქათმის ხორცის მოყვარული ბრძანდებით, არ მიირთვათ ქათმის კანი, ეცადეთ ხორცს მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. 5. ასევე სასურველია რაციონში გქონდეთ ლობიო, ოსპი. 6. დღის განმავლობაში მიღებული ცხიმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-45 მილილიტრს. 7. შეამცირეთ ტკბილეულობები, ნამცხვრები, შოკოლადები. მათში დიდი რაოდენობითაა ცხიმი, ვიტამინები და მინერალები, რომლებიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის კი პირიქით.
0