თბილისის მერიამ ანძა იმიტომ არ გაანათა რომ საზოგედოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა - ლომჯარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143582 სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მერიამ თბილისის ანძა ცისარტყელას ფერებში არ გაანათა, რადგან საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდა. ამის შესახებ ლომჯარიამ, TV პირველთან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. "ერიდებიან ამ თემის მხარდაჭერას. არის ცალკეული პოლიტიკოსების, მათ შორის მთავრობის წარმომადგებლების ჰომოფობიური განცხადებებიც, როგორც წესი, რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ. თუმცა, მხარდამჭერ, ცალსახა განცხადებებსა და ამის დემონსტრირებას თავს არიდებენ. ალბათ, ესეც იყო გადაწყვეტილების მიზეზი - მერია მოერიდა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილთან დაპირისპირებას ან ხელახალი დისკუსიის წამოწევას", - განაცხადა ომბუდსმენმა.
0