კახეთი მწვანე ზონად რჩება

0
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში covid 19- ზე უარყოფითია რაც ნიშნავს, რომ ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვება არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან. ნიმუშების აღება დღესაც იგეგმება. ასევე გრძელდება, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, საერთაშორის გადაზიდვების მძღოლების და საბაჟოს თანამშრომლების. ახლო მომავალში კი მიზნობრივი ტესტირების ფარებში იგეგემება რისკ ჯგუფი მოქალეექების და პოლიციის თანამშრომლების ნიმუშების აღება. კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. ხოლო, 11 საკარანტინე ზონაში იმყოფება 411 მოქალაქე. #კახეთი #კორონავირუსი #მწვანეზონა #tbilisidaily #dailynews
0