ორ ქვეყანაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

0
ინდოეთსა და ბანგლადეშს ტაიფუნი უახლოვდება. ციკლონი, სახელწოდებით ამფანი, რომელიც მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად ჩამოყალიბდა 240 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობს, თუმცა სინიპტიკოსები იმედოვნებენ, რომ ქვეყნებამდე ვიდრე მიაღწევს, მისი სიჩქარე მცირედით შემცირდება. მედიის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია, რასაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების არსებობა უშლის ხელს. ინდოეთის შტატ ოდიშაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტაიფუნის მიახლოება მსოფლიოს უდიდეს დევნილთა ბანაკ კოქს ბაზართან, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს. ცნობისთვის, აღნიშნულ ბანაკში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა.
0