ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეთა რაოდენობა.

0
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 195 ადამიანი. ეს ვალდებულება ვადის ამოწურვის მიზეზით მოეხსნა 920 მოქალაქეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1525 პირზე. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კავშირები იყო. გამოკვლეულთაგან სამს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთზე ხელახალი კვლევა განხორციელდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.
#ზუგდიდი
#ანაკლია
#განმუხური
#საკარანტინოსივრცე
#კორონავირუსი
#კავშირები
#zugdididaily
0