მუზეუმების საერთაშორისო დღე

0
დღეს, 18 მაის მუზეუმების საერთაშორისო დღეა, შემოგთავაზებთ იმ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მუზეუმებს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორში და  საქართველოს მასშტაბით, მიიჩნევა ყველაზე ნახვად მუზეუმთა შორის ერთ-ერთად. მაგალითისთვის, 2019 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით მუზეუმს 52 349 მნახველი ჰყავდა. საკუთრივ მუზეუმი შედგება სტალინის სახლისგან და ასევე დამხმარე საგამოფენო სივრცისგან, სახლი აღდგა 1937 წ. ხოლო საკუთრივ მუზეუმი გაიხსნა 1957 წ. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს ქალაქ გორში. იგი დაარსდა 1935 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან გორის საზოგადოებრიობის ინიციატივითა და ი. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიასა და ი. ყიფშიძის მხარდაჭერით, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1943 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად, და 2005 წელს ს. მაკალათიას სახელი ეწოდა. ფონდი მდიდარია ტყვიავის ყორღანების, დვანის ნეკროპოლის, გუდაბერტყას ნამოსახლარის, ხიზანაანთ გორის, ხელთუბნის, თედოწმინდისა და სხვა ექსპედიციების დროს აღმოჩენილი თუ შიდა ქართლში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით ნაპოვნი უნიკალური ექსპონატებით.  ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში. დგას შუა სოფელში. მუზეუმი ერთ სართულიანია, ოროთახიანი. ერთ ოთახში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მემორიალური ნივთები, მეორეში კი სოფლის ბიბლიოთეკაა. ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური დაიბადა ამ სახლში 1852 წლის 19 თებერვალს და ცხოვრობდა 1860 წლამდე. უფლისციხე, შიდა ქართლის მასშტაბით, მეორე ყველაზე ნახვადი მუზეუმ-ნაქალაქარი. იგი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა. აღნიშნული ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მე-10 / მე-11 სს-ში. როდესაც მიმდინარეობდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის პროცესი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს დახურული საგამოფენო სივრცე. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, მდებარეობს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, გორიდან 12 კილომეტრში. იგი განეკუთვნება, ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურიატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. ომის მუზეუმი, სოფელ ერგნეთში, რომელიც გაიხსნა 2017 წელს და მდებარეობს, ომს გადარჩენილი კერძო სახლის სარდაფში. სახლის მესაკუთრის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ლია ჩლაჩიძის ინიციატივით. მუზეუმში განთავსებულია ომის ამსახველი კადრები და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთები. ოკუპაციის მუზეუმი, მდებარეობს ქალაქ გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყოფილ აუდიტორიაში. იგი გაიხსნა, 2018 წლის 25 თებერვალს და მასში დაცულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი სურათები და საბრძოლო მასალის და ნარჩენები.  მუზეუმი აგრეთვე წარმოადგენს, კონტექსტურად და თემატურად შემხებლობაში მყოფ საკითხებზე შეხვედრების, თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიებების ადგილს.
#გორი
#გორისმუნიციპალიტეტი
#მუზეუმი
#goridaily
0