სალომე ზურაბიშვილი ანა ფოტიგას: მე პოლიტიკური პატიმრები არ შემიწყალებია

0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წევრს, ანა ფოტიგას გამოეხმაურა და მას მოუწოდა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებისას გაითვალისწინოს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. „უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე „პოლიტიკური პატიმრები“ არ შემიწყალებია. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, თუ ეს გარემოება მხედველობაში იქნება მიღებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე. 16 მაისს, ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - დაწერა ანა ფოტიგამ Twitter-ზე. პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. #news#politics#სალომე ზურაბიშვილი#საქართველოს პრეზიდენტი# ანა ფოტიგა# ევროპარლამენტის წევრი#Tbilisi Daily # Dailynews#
0