მარწყვის ჟელატინი

0
❤️??დავაყენოთ 60 გრ.ჟელატინი. როცა ჟელატინი შედგება გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად. 1 ფენა- დაშაქრულ მარწყვს გადავუწუროოთ ტკბილი წვენი და ამ წვენში გავურიოთ ერთი საშუალო ზომის ჭიქა წყალი(მარწყვის წვენის რაოდენობას გააჩნია, მე თვის ზომით გავაკეთე ) ავიღოთ 1/3 ჟელატინი, დავამატოთ გემოვნებით შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე, ვურიოთ მუდმივად(არ ადუღოთ, დუღილს რომ დაიწყებს გამორთეთ).დავამატოთ ვანილი და ჩავასხათ ფორმაში.შევდგათ საყინულეში. 2-არაჟნის და შედედებული რძის ფენა. 1ჭ არაჟანი, ნახ ჭ შედედებული რძე, სამად გაყოფილი ჟელატინიდან ნახევარი აქაც შაქარი გემოვნებით და ერთი ჭ წყალი.იგივე პრინციპით ადუღებამდე მიგვყავს და ვრთავთ.იმისათვის რომ მეორე ფენა მოასხათ პირველი აუცილებლად შედედებული უნდა იყოს და მეორე აუცილებლად ცივი ან ოდნავ თბილი.ვქცივებთ აქაც მუდმივი რევით და პირველ ფენას ვასხამთ ფრთხილად კოვზით ნელნელა.შევდგათ ისევ საყინულეში 3.შოკოლადის ფენა.ავიღოთ ბოლო ნაწილი სამად გაყოფილი ჟელატინის, დავამატოთ ერთი ს.კ კაკაო, 1.ჭ რძე და ნახევარი ჭ წყალი.ვიმეორებთ იგივეს და ვასხამთ ბოლო ფენას ზუსტად ისევე, კოვზით ბრთხილად, აუცილებლად კარგად გაცივებულს.გემრიელად მიირთვით :??❤️
#culinary
#food
#health
#cuisine
#strawberry
#jelly
#opinion
#news
#goodplaces
#photo
Tbilisi
0