"დარჩი სახლში" — მგონი უნდა დარჩეს, გარეთ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ — ეზუგბაია

ByOn.geGeorgia
0
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სლოგანი "დარჩით სახლში" საზოგადოებისთვის ისევ ძალაში უნდა დარჩეს და ადამიანებმა სახლი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში დატოვონ. "დარჩით სახლში — მემგონი უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ. რამოდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავლობა, ქუჩებში, ეზოებში, მე მოსახლეობას ვთხოვდი, მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის, აუცილებელია, ჯერ ჯერობით, კვლავ მეტნაკლებად თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ", — თქვა მარინა ეზუგბაიამ. ექიმმა აღნიშნა, რომ თუ მონაცემები სტაბილური დარჩება, შეგვეძლება თქმა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პირველი შემოტევა გადალახა. ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს დადასტურებული 1 შემთხვევა ბოლნისის კლასტერის კონტაქტია, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში არ წევს.
#news
#Covid19
ByOn.geGeorgia
0