0
ხათუნა ფერაძე??????? "თქვენ იცი რა არის ნამდვილი სიყვარული?! ოდესმე გყვარებიათ ისე, რომ ჯოჯოხეთის მარადიული სატანჯველისათვის გაგემეტებინათ თავი? მე მყვარებია! -თვალები სად არის? -ძალიან შორს იყავი და თვალებს ვერ ვხედავდი... შენს სულში რომ ჩავიხედავ, თვალებსაც მერე დავხატავ!" "სულში ჩაიხედე, სული ცინცხალია, მას არც ჭაღარა აქვს და არც ნაოჭები!... ძალიან, ძალიან როცა მომენატრება ხოლმე, ჩავრთავ და ვისმენ... ხმა-სულში რომ იჭრება და ყველაფერს აფორიაქებს, სწორედ ასეთია! მოსმენილი არც მქონდა, უკვე რომ ვიცოდი ეს ხმა! სადღაც, ადრე, წინა ცხოვრებაში მქონდა მოსმენილი და ჩემს მოგონებებში იყო დალექილი... "როგორ დაიჯერე, როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება?!"-ისმის ხმა... არა, არ დამიჯერებია! მეტიც-მე შენი უკვდავების მჯერა! უკვდავება მე მოგანიჭე! როგორ?! როგორ და ჩემი სიყვარულით! ვნებაო, თავისუფალი ურთიერთობებიო... კარგით რააა! რა ტყუილად წვალობთ ახსნაზე! სიყვარული არ არის "ხვევნა-კოცნა, მთლაშა-მტლუში"!, სიყვარული ეს თავგანწირვაა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სიტუაციაში! ის გამორჩეული გრძნობაა და გამორჩეულ ადამიანებს იყენებს თავის ჭურჭლად! მგრძნობიარე, უღალატო, ერთგულ ადამიანებს! ხათუნა ფერაძე
#goodplaces
0