COVID 19-ის განვითარების სამი ძირითადი სცენარი

0
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არც ერთი წყარო, არც ერთი ექსპერტი, რომელიც კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღის შესაძლებლობას უარყოფს. მისივე თქმით, სიტუაციის განვითარების სამი შესაძლო სცენარიც განიხილება. „აქცენტები კეთდება, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები. რამდენიმე სცენარი არსებობს სიტუაციის განვითარების.სამი განიხილება ყველაზე უფრო ხშირად. პირველი სცენარია ის, რომ ახლანდელი ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში, საშუალოდ ორწლიან პერიოდს ეხება, როცა ჩვენ ვაფიქსირებთ ახალი კორონავირუსის არსებობას მსოფლიოს ყველა ქვწყანაში. ეს არის ის პერიოდი, რომელიც განიხილება როგორც შესაძლო პერიოდი, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყნებში ვირუსის არსებობისთვის. ყველაზე კარგი სცენარია ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების, ანუ მეორე ტალღის პერიოდში, რომელიც შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, იქნება ნაკლები ინფიცირება. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი. ამის უკანდ დგას 2009-2010 წლის პანდემია, გრიპის H1N1-ით გამოწვეული პანდემია. როდესაც იყო მეორე ტალღა, პირველი ტალღის დროს გრიპით გარდაიცვალა 33 ადამიანი და მეორე წელს თითქმის ორჯერ მეტი. ასე რომ, მეორე ტალღის ალბათობა ასევე რეალურია. მესამე სცენარია ის, რომ ორი წლის განმავლობაში იქნება კორონავირუსი, ოღონდ გაცილებით ნაკლები ინტენსივობით და შესაძლებელია, რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. ეს გამოცდილება ეფუძნება 1918 წლის ე.წ. ესპანური ვირუსის მაგალითს. ეს ვირუსი გაგრძელდა 1918, 1919 და 1920 წლებში და მაშინაც აღინიშნა რამდენიმე ტალღა. მეორე, ახალი ვირუსის საფუძველს, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ეს არის 2009 -2010 წლის H1N1-ის პანდემია, რომელიც ასევე გაგრძელდა ტალღების სახით და არ დამთავრებულა პირველ წელს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ამიტომ, ჩხაიძის განმარტებით, მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ. „ყველა უნდა ველოდოთ მეორე ტალღის, მესამე ტალღის გაგრძელებას, ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიყოთ ამისათვის მზად და ზაფხულში ვირუსის შემთხვევების შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღარ დაბრუნდება. ვირუსი აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყო, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ და უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. ეს არის ივნის, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ესაა ის პერიოდი როცა რესპირაციული ვირუსული ინფექციები არ არის. ასევე იმედი გვაქვს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევები საერთოდ არ იქნება ან იქნება ერთეული, მაგრამ ნოემბრიდან ალბათ უნდა ველოდოთ ამ შემთხვევების კიდევ უფრო მატებას. გრიპის ვირუსის პერიოდი იწყება ნოემბრის თვიდან და მთავრდება მარტის ბოლოსთვის, სხვა რესპირაციული ვირუსებიდან ყველაზე მეტად საშიშად ვთვლით, გრიპის ვირუსს. ასე რომ გრიპის ვირუსის შეთხვევები ნოემბრის თვიდან ჩნდება ხოლმე და ეს იქნება ის, რაც დაამძიმებს მდგომარეობას. ორი ამ ვირუსის არსებობის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გაცილებით მძიმე იყოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. რაც შეეხება სკოლებს, ჩხაიძის განმარტებით, ნოემბრიდან შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პროგნოზი თუ გამართლდა, მაშინ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საჭიროება კვლავ დადგება. „სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები დამოკიდებული იქნება იმაზე, იმ დროსითვის რამდენი იქნება შემთხვევების მატება, იმ სცენარზე, რაზეც დღეს საუბრობენ მეორე ტალღის დროს შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით. თუ გამართლდა, მაშინ კვლავ დადგება საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების. ოღონდ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, შემთხვევები რამდენი იქნება და რა სიძლიერის იქნება მეორე ტალღა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც. „გრიპის ვაქციანაციას თავისი პერიოდი გააჩნია, ოქტომბრის ბოლოს ეს ვაქცინა არის ხოლმე მზად. ჩვენს ქვეყაანაში გრიპის ვაქცინაციის პერიოდად მიგვაჩნია ნოემბრის დასაწყისი, ეს იდეალური პერიოდია. მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რომ გრიპთან ერთად კორონავირუსის არსებობა იქნება დამღუპველი, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგი ვაქცინაციას, მძიმე და გართულებული შემთხვევების ნაკლები რისკი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
0