6 ოქტომბრის კალენდარი.

15
🌖 მთვარის მეთერთმეტე დღე🌖მეორე ფაზა, მზარდი მთვარე, რომელიც გარდამავალია მერწყულსა და თევზებში🌖 გრიგორიანული კალენდარის 279-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 86-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ ექვს ოქტომბერს:

6 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უსა­ზღვროდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და აქ­ტი­უ­რი ტი­პე­ბი არი­ან. მი­ზან­სწრა­ფუ­ლებს, საქ­მი­ა­ნებს და ქა­რიზ­მა­ტუ­ლებს, ძა­ლი­ან უყ­ვართ სი­ცო­ცხლე და ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბის­გან მაქ­სი­მუ­მი მი­ი­ღონ. თუმ­ცა ზოგ­ჯერ უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი თავი აა­რი­დონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს და მარ­ტი­ვად მი­ი­ღონ ამა თუ იმ საქ­მის კე­თე­ბი­სას სა­ბო­ლოო რე­ზულ­ტა­ტი.

ვინ დაიბადა :

ვერიკო ანჯაფარიძე ქართველი კინომსახიობი.
შარლ ედუარდ ლე კორბუზიე შვეიცარიელი არქიტექტორი.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

   მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი", მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა", ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე" (ლკ. 1, 13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა" და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე" ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა" შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად".
   მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა - ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.
   წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე... ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა".

დღის საკითხავი:

“ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი - ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ.”

ოთარ ჭილაძე

“ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! ცოდვის კითხვაა…ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა! ამდენი დ ა მ პ ლ ი ს ხილვით!”

მუხრან მაჭავარიანი

მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ❤️🙏
15