ჩინეთი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის $2 მლრდ-ს გამოყოფს

0
მომდევნო ორი წლის მანძილზე, ჩინეთის ხელისუფლება COVID-19-ით დაზარალებულ ქვეყნებს $2 მლრდ-ის ოდენობის დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ჩინელმა ლიდერმა სი ცზინპინმა ორშაბათს, 18 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ოფიციალური პეკინი ეპიდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებად სახელმწიფოებს, $2 მლრდ-ის დახმარებას გამოყოფს“, - განაცხადა ცზინპინმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#pandemic
#China
#aid
#headline
0