რესტორნები და ღია კაფეები: როდის და რა გაიხსნება ბათუმში

0
1 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით იგეგმება ღია კაფეებისა და რესტორნების გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს შეეძლებათ საქმიანობა აღიდგინონ, მოქალაქეებს კი ისარგებლონ ამ სერვისით. ამ დრომდე, ბევრ კვების ობიექტს სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით მიტანის სერვისები აქვს. დღეისთვის ბათუმში რამდენიმე ობიექტია გახსნილი, თუმცა გატანისთვის. მაკდონალდსიდან შესაძლებელია საკვების შეკვეთა. ლუკა პოლარეში შესვლა და ნაყინის ყიდვა კი დილის 11 საათიდან საღამოს 6:30-მდეა შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ობიექტები ბოლომდე არ გახსნილა, მოსახლეობა ღია კაფეების მიერ გამოყოფილ მაგიდებთან მაინც იკრიბება. 1 ივნისის შემდეგაც, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი არ უნდა დაჯდეს. მაგიდებს შორის დისტანცია კი უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი. უმჯობესი იქნება, რომ მოქალაქეებმა წინასწარ დაჯავშნონ ადგილები რესტორნებში. #რესტორანი #კაფე #ბათუმი #რეგულაციები #batumidaily
0