როგორ ავარიდე თავი გერმანიის გნიდა კონტროლიორის მიერ გამოწერილი 60ევროიანი ჯარიმის გადახდას

0
ქალაქი ბრემენი, 2019 წლის ზაფხული მოკლედ, გაღლეტილები წავედით მე და ჩემი მეგობარი დასვენების დღეს ჩვენს ახლო ქალაქში ბრემენში, ბუნებრივია ავტოსტოპით, მანქანით 20-25 წუთის გზა იყო. გადავწყვიტეთ ტრამვაიში ბილეთები არ გვეყიდა, რადგან იშვითად ამოწმებდნენ, თან ასეთი ხრიკი მოვიფიქრეთ, რომელიც მე დატესტილი მქონდა აქამდეც, კონტროლიორის ამოსვლისთანავე მივვარდებოდით და ვკითხავდით, ვერ გავიგეთ ბილეთი როგორ ავიღოთ, ტურისტები ვართ, იქნებ დაგვეხმაროთთქო. თან გაითვალისწინეთ ჯიბეში 90-90 ევრო გვედო დაახლოებით და რამდენიმე დღეში ამსტერდამის 2 დღიანი მოგზაურობა გველოდა წინ მოკლედ ამ დიდი გეგმით ორჯერ ვიმგზავრეთ და აი მესამე და სამართალიო ნათქვამი როა, რომ გვგონია გავედით სამშვიდობოს, უცებ აბსოლუტურად ყველა კარიდან ამოვიდა რამდენიმე კონტროლიორი, თან სრულიად ჩვეულებრივი ტანსაცმლით. მოკლედ რომ გითხრათ გეგმამ არ გაჭრა. ბევრი ვიკაჩავე თუ ცოტა ჯარიმები მაინც აგვარტყეს. წავიდა ყველა სახის გლოვა და სახის ხოკვა (სულ ცოტათი ვაჭარბებ), მოკლედ მართლა განვიცადეთ, გამოვიდა ტყუილად ვეკაჩავე იმდენ ხანს, ერთი საოცარი შემდგარი და ერთი ჯერკიდევ არ შემდგარი მოგზაურობა ჩაგვიშალა თუმცა რეალურად ზუსტად ამ , , კაჩაობაში” ჩაიმარხა ძაღლის თავი. ამის გამო პრეტენზია გამოვთქვით სპეციალურ ქოლ ცენტრში და საბოლოოდ ფორმალობისთვის 10-10 ევრო გადაგვახდევინეს? ხო, და ამსტერდამშიც წავედით??❤️
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#personal
#experience
#tales
#mytravelstories
#travelstories
#germany
#bremen
#bus
#rules
#goodplaces
B
remen
0