საზოგადო ტრანსპორტში მგზავრისთვის ნიღაბი აუცილებელი იქნება - იმნაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143751 საზოგადო ტრანსპორტში, ძირითადი რაც ადამიანს მოეთხოვება იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რომელიც ადვილი არაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. „სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს. საზოგადო ტრანსპორტში, ძირითადი რაც ადამიანს მოეთხოვება იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რომელიც ადვილი არაა, ამიტომ ამაზე მუშაობა მიდის, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
0