უგულავა: ოქრუაშვილი პოლიტიკურად ჩემთვის მიუღებელია

0
“ევროპული საქართველოს’ ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ “გამარჯვებული საქართველოს” რუსეთისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის, მისთვის ეს პოლიტიკა მიუღებელია. "მე ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე არ მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად", - განაცხადა გიგი უგულავამ. უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ოქრუაშვილის ყოფნა მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტია: "ჩემთვის გეოპოლიტიკურად რუსი და მენტალურად საბჭოთა ადამიანი ხელისუფლებაში არის სახიფათო და ის ოპოზიციაში თუ საკუთარ ელექტორატს წარმოადგენს ეს მისი საქმეა და მისი ამომრჩევლის", - ამბობს გიგი უგულავა.
#news
#უგულავა
#ოქრუაშვილი
#დაპირისპირება
#tbilisidaily
#dailynews
0