განავითარე ემოციური ინტელექტი

0

''ყველაზე ეფექტიანი ლიდერები ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებით ჰგვანან ერთმანეთს: მათ, ყველას, ემოციური ინტელექტის მაღალი დონე აქვთ''

დანიელ გოულმანი

გოულმანი ინტელექტუალური განვითარების მაღალ კოეფიციენტს ეფექტიანი ბიზნესლიდერების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად ასახელებს. ის ამტკიცებს, რომ ემოციური ინტელექტის გარეშე ლიდერს, შესაძლოა, უშრეტი ენერგი და უამრავი იდეა ჰქონდეს, სწრაფად ითვისებდეს და ლოგიკურად აზროვნებდეს, პროფესიონალიც იყოს, მაგრამ მაინც უფერული და მოსაწყენი ხელმძღვანელი იქნება. გოულმანისთვის ერთ-ერთი მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერად, 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევის დროს Merrill Lynch-ის კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ბობ მალჰოლანდი გვევლინება. როდესაც მისმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ მათ წინა ტყუპ შენობას თვითმფრინავი დაეჯახა, პანიკაში ჩაცვივდნენ-ზოგი ფანჯრებს აწყდებოდა, ზოგი კი შიშისგან პარალიზებული იყო ბობის პირველადი რეაქცია პანიკის იმით ''გალღობა'' იყო, რომ თითოეული თანამშრომლის შეშფოთების მიზეზს ინდივიდუალური ყურადღება დაუთმო, რის შედეგადაც მან მარტივად შეძლო პერსონალის ყურადღების მობილიზება და დარწმუნება იმაში, რომ ყველანი ერთად, კიბეების მეშვეობით დატოვებდნენ შენობას და თითოეულ მათგანს გასასვლელად საკმარისი დრო გააჩნია. საბოლოო ჯამში თითოეული მისი თანამშრომელი უვნებელი გადარჩა. ეს იშვიათი და არაჩვეულებრი შემთხვევა იყო, მაგრამ მალჰოლანდის მიდგომა ზოგადად ნებისმიერ სახიფათო ვითარებაში ემოციური ინტელექტის მართვის ღირებულებას გვიჩვენებს. გოულმანი ვარაუდობს, რომ ემოციური ინტელექტი ლიდერის სხვა ძირითად თვისებებს ამძაფრებს. მაგალითად, როცა სწორად ხვდები თუ რას გრძნოს მეორე ადამიანი, ეს ემოციისა და მისგან გამოწვეული შედეგების მართვის შესაძლებლობას გაძლევს.

რა გაქცევს კარგ ლიდერად?

0