Covid19 მეორე და მესამე ტალღა აუცილებლად იქნება

0
Covid19 მეორე და მესამე ტალღა აუცილებლად იქნება. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხეიძემ განაცხადა. "სიტუაციის განვითარების სამი სცენარი განიხილება ყველაზე ხშირად. არსებული ტალღა არის ყველაზე მაღალი და შემდეგ, მომდევნო 18, 24 თვე. ეს არ ეხება მოკლევადიან პერიოდს, ეს ეხება საშუალოდ ორწლიან პერიოდს, როდესაც ვაფიქსირებთ ახალი კორონავირუსის არსებობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ვირუსის ჩვენს ქვეყნებში არსებობისთვი" - ამბობს ივანე ჩხეიძე. მისი თქმით, "ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ პირველი იყო ყველაზე დიდი ტალღა. შემდგომი იქნება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. მეორე სცენარით, მეორე ტალღა შესაძლოა იყოს უფრო რთული. ამის უკან დგას 2009 – 2010 წლის პანდემია, როდესაც იყო მეორე ტალღა და პანდემიის პირველ წელს გარდაიცვალა 30-მდე ადამიანი, მომდევნო წლებში კი მეტი და მესამე სცენარი ისაა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება “კორონავირუსის” შემთხვევების დაბალი ინტენსივობა“.
#news
#კორონავირუსი
#პანდემია
#მეორეტალღა
#tbilisidaily
#dailynews
0