5 მილიონი კოვიდინფიცირებული

0
Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 5 მილიონს მიაღწია. 325 ათასამდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, თითქმის 2 მილიონი ადამიანი კი განიკურნა. იზრდება ახალი შემთხვევები შეერთებულ შტატებში. აქ 1 დღეში ინფიცირების 17 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ  570 ათასი ინფიცირებულია. დაღუპულია  93 ათასზე მეტი. გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში ახლა დიდ ბრიტანეთშია. მნიშვნელოვნად იკლო ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იტალიასა და ესპანეთში.  #news #კორონავირუსი #მსოფლიო #აშშ #TbilisiDaily #DailyNews
0