საკარანტინე შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება - შ.რეხვიაშვილი

0
ქვემო ქართლის რეგიონში საკარანტინე შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება, თუმცა თეთრიწყაროში შესაძლოა, საკარანტინე რეგულაციები უახლოეს პერიოდშიც მოიხსნას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები 14 სოფელსა და თამარისის თემში უკვე მოხსნილია. „ბოლნისში, გუშინ, სოფელ მუშევანიდან დამატებით 130 საკვლევი მასალა აიღეს, სრულად ველოდებით 150-ზე მეტ მასალას და დღის ბოლომდე გვექნება მათზე პასუხები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თამარისის თემში და 14 სოფელში დღეიდან მოიხსნა საკარანტინე შეზღუდვები. აღნიშნული სოფლების მოსახლეობა დღეიდან თავისუფლად გადაადგილდება საქართველოს მასშტაბით. არსებული დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უახლოეს დღეებში გაფართოვდეს შეზღუდვების მოხსნის არეალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში შეზღუდვები მოიხსნას. ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება მუშევანში და გეტაში, ასევე თეთრიწყაროში, თუმცა თეთრიწყაროშიც დამაიმედებელი პროგნოზია, ეს დღეები სტაბილურად მიმდინარეობს, დინამიკა არ იცვლება. უახლოეს პერიოდში ალბათ დავბრუნდებით თეთრიწყაროს დასახლებებში და ქალაქში საკარანტინე რეგულაციებიც მოიხსნება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
#საკარანტინეშეზღუდვები
#ქვემოქართლისრეგიონი
#მარნეული
#Covid
-19
#marneulidaily
0