USAID-მა დაზარალებული ფერმერისგან ფახულანში ვარდები შეიძინა.

0
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) პანდემიის გამო დაზარალებული ფერმერის ნიაზ შონიას დახმარების მიზნით, მისი სათბურიდან ვარდები შეიძინა. ორგანიზაციამ ყვავილები ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს გადასცა. სათბური ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში USAID-ის პროექტ „ზრდას“ ფინანსური დახმარებით არის დაფუძნებული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სათბური, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, Covid-19-ის პანდემიის გამო პროდუქციის რეალიზაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: USAID ამ ვარდებს ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს ჩუქნის, სადაც დღე და ღამე მუშაობენ ექიმები და მედდები, რათა უმკურნალონ კორონა ვირუსით დაავადებულებს და ასევე სხვა პაციენტებს. ამ ვარდებით მადლობას ვუხდით არამარტო ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს, არამედ ყველა ექიმს მთელ საქართველოში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ვახორციელებთ, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. USAID საქართველოს მისიის დირექტორი განცხადებას აკეთებს : „პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონა ვირუსის პანდემიასთან გამკლავებაში ვეხმარებით და გაგრძელდება და გაიზრდება მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს.“
#ზუგდიდი
#ფახულანი
#დაზარალებულიფერმერები
#სამედიცინოპერსონალი
#USAID
#zugdididaily
0