კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის კრიზისს შეეწირა

0
კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უცხოური მედიის ცნობით, შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. წარმოგიდგენთ 10 მსხვილ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის გამო გაკოტრდა: 1. Debenhams - ბრიტანული მოდის საცალო ვაჭრობის ბრენდი სრული ლიკივიდაციას აცხადებს ირლანდიაში, სადაც საერთო ჯამში, 11 მაღაზია დაიხურება. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი - 20 000 ადამიანს აღემატება. კომპანიის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწვეტილება კორონავირუსით მიღებულ ზარალს უკავშირდება. 2. JCPenney - გაკოტრებულთა შორისაა ამერიკული ქსელიც. კომპანიის ზარალმა 4, 2 მლრდ დოლარს მიღწია. როგორც ცნობნილია, JCPenney ზედიზედ უკვე მეოთხედ განიცდის ზარალს. კორონავირუსმა კი მენეჯმენტი აიძულა, რომ დარჩენილი 850 მაღაზიაც დაეხურა. 3. J.Crew - ეს არის პირველი ამერიკული საცალო ვაჭრობის ქსელი, სადაც კორონავირუსის გამო, დომინოს პრინციპი ამოქმედდა. კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი 4 მაისს გააკეთა. მისი დავალიანება კი, 1, 7 მლრდ დოლარს აღწევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ჯერ ისევ გეგმავს 181 გაყიდვის წერტილის, 170 ქარხნისა და 140 მაღაზიის გახსნას, Madewell-ის ტანსაცმლის ბრედნით. 4. Neiman Marcus - ეს არის ამერიკული, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტი. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 7 მაისს განაცხადა, მისმა დავალინებამ კი - 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კორონავირუსის დაწყებისთანავე კომპანისი ყველა მაღაზია დაიხურა. 5. Intelsat - მსოფლიოს უმსხვილესმა სალეტიტურმა ოპერატორმა გაკოტრების შესახებ 14 მაისს განაცხადა. მენეჯმენტის ცნობით, კომპანიამ 1 მლრდ დოლარის დაფინანსება მიიღო, რაც ლიკვიდურობის აღდგენის პროცესში, მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად საკმარისი იქნება. 6. OneWeb - ონლაინს- სტარტაპმა (SoftBank -ის დაფინანსებით 74 თანამგზავრისთვის კოსმოსში), გაკოტრების შესახებ 27 მარტს განაცხადა. SoftBank თავიდანვე ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი იყო, მაგრამ კომპანიამ კრახი განიცხადა. 7. Pioneer Energy - ნავთობმზიდმა ამერიკული უმსხვილესმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ 2 მარტს განაცხადა. 8. Diamond Offshore Drilling - კომპანიამ გაკოტრების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აქციონერების დივიდენდების გადახდა ვერ შეძლო. კომპანიის დავალინება მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. ვითარება კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც ნავთობის ფასისი დაეცა. 9. Flybe - ბრიტანული ავიაკომპანია, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავად ითვლება, ასევე გაკოტრდა. მისი ყველა ფრენა 5 მარტს გაუქმდა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ კომპანიის გაკოტრების მთავარი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის. 10. Virgin Australia - ავსტრალიის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ გაკოტრების საქმეზე განაცხადი 21 აპრილს შიტანა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალის მთავრობამ კომპანიის დახმარების თხოვნას უარით უპასუხა.
0