TechSpot: Bluetooth-ის საშუალებით მილიარდობით მოწყობილობა საფრთხის ქვეშაა

0
Bluetooth-ის დაუცველი პროტოკოლი ჰაკერებს პრაქტიკულად ნებისმიერ მოწყობილობაში, მათ შორის სმარტფონებსა და კომპიუტერებში შეღწევის საშუალებას აძლევს. აღნიშნული ხარვეზის შესახებ ლოზანის (შვეიცარია) ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მკვლევარებმა განაცხადეს. ჰაკერული თავდასხმის მეთოდი სახელწოდებით Bluetooth Impersonation Attacks (BIAS) უსაფრთხო მოწყობილობიდან სიგნალის სიმულაციას ემყარება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სპეციალურად მოწყობილი აპარატურა Bluetooth-ის უსაფრთხოების პარამეტრების გვერდის ავლით ისე ახდენს სამიზნის სმარტფონთან ან სხვა სახის ხელსაწყოსთან დაკავშირებას, რომ მოწყობილობა მას რაიმე სახის აქსესუარად, მაგალითად უსადენო ყურსასმენად აღიქვამს. წარმატებული შეღწევისთვის, თავდამსხმელისა და მისი სავარაუდო „მსხვერპლის“ ტელეფონები ერთმანეთის სიახლოვეს უნდა იყვნენ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პოტენციური საფრთხის ქვეშ მილიარდობით მოწყობილობა არის. კვლევის დროს, სპეციალისტებმა Apple-ის, Samsung-ის, Nokia-ს, Google-ის, HP-ის, Lenovo-ს და სხვა კომპანიების მოწყობილობებში შეაღწიეს. წყარო: Researchers found a new Bluetooth bug that allows hackers to impersonate a trusted device (20.05.2020), www.techspot.com მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#technology
#bluetooth
#bug
#gadgets
#hack
#headline
0