4 რჩევა დამწყები ბასისტისთვის

0
ბას გიტარა არის უნიკალური ინსტრუმენტი თავისი ტონით, განსაკუთრებული ჟღერადობითა და შესაძლებლობებით. ოთხსიმიანი ინსტრუმენტის შესაძლებლობები ძალიან ფართოა. თუმცა აუცილებელია გარკვეული გამოცდილება და საფუძველი. ამიტომ წარმოგიდგენთ, 4 რჩევას დამწყები ბასისტისთვის. 1. მედიატორი ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბას გიტარაზე მედიატორით დაკვრა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ისეთი მუსიკოსები როგორებიც არიან : David Ellefson, Paul McCartney და Chris Squire, სწორედ რომ მედიატორით უკრავენ ბასზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჟანრის მუსიკის შესრულება გსურთ. თუ თქვენ გსურთ მეტალის, როკ ენ როლის ან ფანკის დაკვრა, მაშინ მედიატორი იდეალური საშუალებაა მძიმე და ზუსტი ბგერისთვის. ხოლო თუ თქვენ გსურთ ჯაზის, ბლუზის ან პოპ მუსიკის შესრულება, მაშინ შეგიძლიათ ინსტრუმენტზე თითების მეშვეობით დაუკრათ. 2. ტექნიკური სავარჯიშოები მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ ბლუზს, ჯაზს და რეგ მუსიკას, ხშირად მიმართავენ იმპროვიზაციას რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და სასარგებლო გამოცდილებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ტექნიკური მხარეც, რომელიც პირდაპირ კავშირშია დაკვრის ხარისხთან. ამიტომ, აუცილებელია იმპროვიზაციის პარალელურად შეასრულოთ ტექნიკურად დატვირთული ნაწარმოებები, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენს უნარებს. ამისთვის საუკეთესო ჟანრად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური მუსიკა ( ბეთჰოვენი, ბახის და ვივალდის ნაწარმოებები) პროგრესივ მეტალი და ტრადიციული ირლანდიული მუსიკა. 3. ექსპერიმენტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პუნქტი ინსტრუმენტზე დაკვრისას. დაუკარით რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ერთად, რათა მიიღოთ გამოცდილება. საუკეთესო ბასისტი არის ის, ვისაც შეუძლია დაუკრას ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერ დროს. ასევე, აუცილებელია ექსპერიმენტების ჩატარება, რის მიხედვითაც აღმოაჩენთ თქვენი ინსტრუმენტის განსაკუთრებულ ბგერებს და შესაძლებლობებს. ამის იდეალური მაგალითია მუსიკოსი Victor Wooten, რომელმაც საკუთარი ექსპერიმენტების ხარჯზე მიიღო თავისი უნიკალური ჟღერადობა. 4. იმპროვიზაცია იმის შემდეგ, რაც ტექნიკური მხარე პრობლემას აღარ წარმოადგენს, შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ იმპროვიზირებას. ბევრი მუსიკოსი კამათობს, თუ რომელი უფრო მნიშნელოვანია ინსტრუმენტალისტისთვის. შესრულების ტექნიკური ხარისხი, თუ იმპროვიზაციის უნარი. თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთის გარეშე არასრულფასოვან შედეგს იძლევა. იმპროვიზაცია არის საკუთარი ინდივიდუალიზმის აღმოჩენის საშუალება, რომელიც გეხმარება გახდე კარგი მუსიკოსი
#music
#musicfeed
#candymusic
#candy
#listen
#tips
#advice
#facts
#guitar
#band
#interesting
#needed
#opinion
#art
#photo
წყარო: მუსიკის სახლი
0