ზიდანი ჩემპიონობას უმიზნებს

0
რეალ მადრიდი ვარჯიშებს ამ კვირაში დაუბრუნდა, კლუბის მწვრთნელს კი უკვე ლა ლიგის მოგებაზე ფიქრობს. ესპანეთის ჩემპიონატის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლება ივნისში იგეგმება. მიმდინარე გათამაშებაში რეალი მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ბარსელონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. წინ სათამაშო კიდე 11 მატჩია და ზიდანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს კიკე სეტიენის გუნდს პირველი ადგილი წაართვას. "ჩვენ კიდევ 11 ტური გვაქვს წინ და ყველანირად ვემზადებით, სეზონი საუკეთესო შედეგებით დავასრულოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ტიტულების მოგება ამ გუნდის სისხლშია. გუნდი თავს კარგად გრძნობს. შემდეგ კვირაში კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვიქნებით. ძალიან მიხარია ფეხბურთელებთან დაბრუნება. ეს ყველაზე სასიხარულო ამბავია უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში.
#headlinesport
#sport
#football
#zidane
#realmadrid
#laliga
#pandemic
#coronavirus
0