კორონავირუსი საქართველოში განმეორებით 3 ადამიანს დაუდასტურდა

0
კორონავირუსი საქართველოში განმეორებით 3 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. „ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია”, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. “ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი. თუმცა, აქაც არსებობს სხვადასხვა თეორიები, მეცნიერული მოსაზრებები, იმის შესახებ რომ ეს ვირუსი ვთქვათ, არ არის ცოცხლი, ანუ ვირუსი თვითონ არ არის ცოცხალი. მოგხსენებათ, ჩვენი დიაგნოსტიკის მეთოდი ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენას ემყარება. არის თეორია, რომ ეს ვირუსი კი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში და მას აღმოაჩენს ტესტები. ასევე ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოავლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება - თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თუ გაქრა ვირუსი, მაგრამ სადღაც ორგანიზმში შეინახა. ბევრი თეორიაა, ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცები ხდება ამ დაავადების დროს. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს”, - განაცხადა იმნაძემ.
#news
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#პაატაიმნაძე
#tbilisidaily
#dailynews
0