ზელენსკიმ ლევან ვარშალომიძე საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა

0
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს, იუწყება „უნიანი“. თავისი გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა. „შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი ცალკეული გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი უკვე სექტემბერში იმუშავებს და მხოლოდ ის იქნება დაკავებული ინვესტიციებით. პირველი ჩემი გეგმა მათთან უკვე შევათანხმე. გეგმა თვრამეტ თვეზეა გათვლილი. უკრაინაში 7 მილიარდი აშშ დოლარის სწრაფი ინვესტიციების მოზიდვის გეგმა. უკვე არიან გასაგები კომპანიები და ხალხი“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
0