რატომ იყენებენ ჰაკერები ლინუქსს და არა ვინდოუსს?

1
ამისათვის უამრავი მიზეზი გვაქვს, მაგალითად: 1. ლინუქსი Open Source ოპერატიული სისტემაა. ანუ მასში ზღვარი არ არსებობს. შესაძლებელია სისტემაში ნებისმიერი დეტალის შეცვლა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ვინდოუსსზე ვერ ვიტყვით + ლინუქსი მთლიანად უფასოა. 2. 90% ხელსაწყოების რომლებსაც ჰაკერები იყენებენ ლინუქსისთვისაა შექმნილი. 3. ლინუქსში ყველაფერს განაგებთ თქვენ. ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა. უკანა ფონზე არანაირი დამატებითი გამოუსადეგარი აპლიკაციები არ იმალება. 4. არცერთი ვირუსი არ მოქმედებს ლინუქსზე. თუნდაც იმის გამო რომ Open Source ოპერატიული სისტემაა. 5. ლინუქსზე განახლებები მოდის სასარგებლო მიზეზებით. მაგალითად განახლებების უმეტესობა ემსახურება სისტემის სისწრაფის გაუმჯობესებას რაც მომხმარებელზეა გათვლილი. 6. ლინუქსზე არ გჭირდებათ ვინმე ვინც გასწავლით მის ფუნქციონალს. ყველაფერი მარტივია და სულ რაღაც 1-2 დღეში ყველაფერს აითვისებთ. ამგვარად - ჰაკერებისთვის ლინუქსი განუსაზღვრელ თავისუფლებას წარმოადგენს.
#news
1