სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩება

0
სოციალურად დაუცველი ოჯახი თამარის დასახლებიდან დახმარებას ითხოვს. ქარცივაძეები სულ ხუთნი არიან და აქამდე, სანაპიროსთან ახლოს ჩადგმულ ვაგონში ცხოვრობდნენ. ადრე გომარდულში ჰქონდათ სახლი, რომელიც დაიწვა. ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა წელს დაკარგეს სამსახური და ძირითადი შემოსავლის წყარო. ამიტომ, ვაგონში გადასახლება მოუწიათ. თუმცა, არ დასცალდათ. ისინი ვაგონში 20 დღეა ცხოვრობენ, მაგრამ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს და გასახლებით ემუქრება. ოჯახი აცხადებს, რომ მთავრობისგან არანაირ დახმარებას არ ითხოვს, მხოლოდ ტერიტორიაზე დარჩენის ან სადმე ცხოვრების უფლებას. საპასუხოდ, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მათ მოუწოდებენ, ოფიციალურად მიმართონ მერიას, მერია კი შექმნის შესაბამის კომისიას და გამოიტანს დასკვნას. სანამ ეს პროცესი შემუშავდება კი, სად უნდა იცხოვროს ოჯახმა, უცნობია. უსახლკაროობის პრობლემა ბათუმში გამწვავდა, სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს მთავრობის დახმარებას. ამის წინ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია უსახკლარო ტაქსისტზეც, რომელიც სახლის არქონის გამო დაჯარიმდა 3000 ლარით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. შშს-ში ჩვენს კითვა, ტიპურად, უპასუხოდ დატოვეს. #სოციალური_პრობლემები #ბათუმი #მთავრობა #ოჯახი #batumidaily
0