უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143879 უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 476 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საავადმყოფოებიდან გაწერეს 272 პაციენტი. როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებში გადაიყვანეს 115 ინფიცირებული. საერთო ჯამში ეპიდემიის დროს ვირუსი გამოუვლინდა 19 706 ადამინს, მათგან 3833 სამედიცინო დაწესებულების მუშაკია. სულ უკრაინაში ვირუსი ვერ დაძლია 579-მა მოქალაქემ. გამოჯანმრთელდა 6277-ი პაციენტი.
0