შეზღუდვების გაუაზრებლად და ერთბაშად მოხსნა არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი - გახარია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=143880 შეზღუდვების გაუაზრებლად და ერთბაშად მოხსნა არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვების გაუაზრებლად მოხსნა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა. „საბოლოო ჯამში, მინდა, გითხრათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე, როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში აქტივობას, ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ ოჯახში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მაგრამ ამასთან ერთად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფრთხილად. გაუაზრებლად, ერთბაშად მოხსნა იმ შეზღუდვების, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
0