Saradjishvili.com

0
მეგობრებო!!! ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი წევრი-ბიზნესმენების დახმარებით, განვაახლეთ პანდემიის გამო დროებით შეჩერებული პროექტი - "ქართული პროდუქცია დიასპორისთვის" , რომელიც არამარტო დაეხმარება ქართულ პროდუქციას თავი დაიმკვიდროს ქართულ დიასპორაში, არამედ ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლობს საკუთარი საქმის განვითარებაში!!!
ამ მიზნით, B2C • ბითუსის პლატფორმის გამოყენებით უკვე შევქმენით ონლაინ მაღაზია ქართული დიასპორისთვის - www.saradjishvili.com, რომელიც იმოქმედებს “amazon”-ს პრინციპით და ემიგრანტს შეეძლება სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერით თუ ტელეფონით შეუკვეთოს და სახლში მიიღოს შეძენილი ქართული პროდუქტი!!! პლატფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს აშშ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გოჩა ვეტრიაკოვი და მისი ორგანიზაცია თანამემამულეები ძლიერი საქართველოსთვის.
ამასთან ერთად, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია ვიცე-პრეზიდენტის, ქართველი ბიზნესმენი გიორგი ოკრიბელაშვილი და მისი ლოჯისტიკური კომპანია - შპს "Dklcargo"-ს დახმარებით, ონლაინ მაღაზია უზრუნველყოფს ემიგრანტის მიერ შეკვეთილი პროდუქტის მისი ადგილსამყოფელ ქალაქსა თუ სახლში მიტანას. ამ ეტაპზე, ქართული პროდუქციის გაყიდვა-მიწოდება დაიწყება ევროპაში, კერძოდ საბერძნეთის რესპუბლიკაში!!! ემიგრანტისთვის ანგრაშისწორება შესაძლებელი იქნება, როგორც საბანკო ბარათით დისტანციურად ან ადგილზე ტერმინალით (კურიერთან), ასევე ნაღდი ფულით ადგილზე მიტანისას. ემიგრანტი თვითონ განსაზღვრავს რა ფორმით სურს ფულის გადახდა ქართულ პროდუქტში!!! ქართული დიასპორისთვის შექმნილი ქართული პროდუქტების ონლაინ მაღაზიაში განთავსდება მხოლოდ ქართული პროდუქცია და ქართველ მწარმოებლებს ექნებათ შესაძლებლობა: 1. განათავსონ პროდუქტი კატალოგში; 2. შექმნან პროდუქტების კოლექცია; 3. რეკლამისთვის გამოიყენონ სლაიდერი; 4. ისარგებლონ ტექსტური შეტყობინებით და 5. აწარმოონ საკუთარი ბლოგი.
აღსანიშმავია, რომ ქართული დიასორისთვის შექმნილი ქართული პროდუქტების ონლაინ მაღაზია ატარებს რა სარაჯიშვილის სახელს, სრულად იზიარებს დავით სარაჯიშვილის სულისკვეთებას და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სოციალურ საწარმოებს!!! ამდენად, მეგობრებო მოგმართავთ თხოვნით, შემოგვიერთდეთ ამ წამოწყებაში, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ქართულ პროდუქციას და ქართველ მწარმოებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული დიასორისთვის შექმნილი ქართული პროდუქტების ონლაინ მაღაზიის თაობაზე!!!
თქვენი მხარდაჭერის იმედით,
ზაალ სარაჯიშვილი Saradjishvili.com-ის დამფუძნებელი    
0