გააზიარეთ ბედნიერება

0
მეგობრებო, საღამომშვიდობის, მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი დღე, დღეს ჩემი მშობლების ქორწინების 25 წლის იუბილეა. მამაჩემმა დაიწყო მზადება ერთი კვირით ადრე, ჯერ ბევრი ვიფიქრეთ რა გაუხარდებოდა დედიკოს, ხო მართლა აღმოვაჩინე თუ როგორი რომანტიკოსი ყოფილა მამაჩემი, რომ გენახათ როგორი მონდომებული იყო, საბოოლოდ შევთანხმდით რომ ახლობლების ნახვა და ერთად აღნიშნვნა ძალიან გაახარებდა და მოვუწყვეთ სიურპრიზი, სამსახურიდან მოსულს დახვდა სტუმრები და სუფრა. ძალიან გაუხარდა, თქვენ უნდა გენახათ მისი გახარებული და გაოცებული თვალები, ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება... სიხარული ხომ მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, როცა გაზიარებულია, ადამიანებს ახარებთ სულ მცირე დეტალები, და რისთვის ღირს ცხოვრება თუ არა ბედნიერებისთვის? მეგობრებო, გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, გაუხალისეთ მათ დღე, ამით თქვენც გაბედნიერდებით ❤️❤️❤️❤️
#news
#opinion
#goodplaces
#events
#happiness
Tbilisi
0