ისეთი ფაქტები იტალიის შესახებ, რასაც ტურისტებს, ჩვეულებრივ, არ უყვებიან

0
იტალიის შიდა მოხმარების პროდუქტის 7% მიღებულია მაფიის წყალობით. ამასთან, სიცილიის, კალაბრიისა და კამპანიის ბიზნესების 80% გადასახადებს უხდის მაფიას. . იტალია მსოფლიოში ფინანსური და მრეწველობის განვითარებით მე-8 ადგილზეა. . იტალიაში ზოგიერთი პატრული Lamborghini Gallardo-თი გადაადგილდება. . ვენეციის მშენებლობის დროს სხვადასხვაგვარი ნაგებობის საძირკველის გასამყარებლად ჩააჭედეს რუსული ლარიქსი, რომელიც წყალში თითქმის არ ლპება. . პომიდვრის კულტურა წარმოშობით ამერიკიდანაა და იტალიაში მხოლოდ 1500-წლებში მოხვდა. . 1088 წელს დაარსებული ბოლონიის უნივერსიტეტი უძველესია მსოფლიოში დღესდღეობით მოქმედ უნივერსიტეტებს შორის. . საუკეთესო რესტორნებზე ხშირად აბრა არ არის გამოკრული. ასეთ რესტორანში მოხვედრა მხოლოდ რეკომენდაციით შეიძლება. საერთოდ, იტალიაში რეკომენდაციას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ თმის შეჭრა გსურდეთ. ”არავისგან” მისვლა ექიმთან ან პარიკმახერთან, უცნაურად მიიჩნევა. . იტალიაში ფეხბურთის ფანებს ”ტიფოზის” (სიტყვა ტიფისგან) უწოდებენ, რადგან თვლიან, რომ საფეხბურთო ფანატიზმი დაავადებაა. . იტალიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი – 50 ობიექტია. . რომში კატის მოკვლისთვის 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 3-წლიანი პატიმრობაა დაწესებული. ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 300 000 უსახლ-კარო კატა ბინადრობს. . იტალიელების მიერ ჟესტების ენის აქტიური გამოყენება უკავშირდება იმას, რომ სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლებს განსხვავებული დიალექტების გამო ერთმანეთის ხშირად არ ესმით. . რომის უნივერსიტეტში 150 000 სტუდენტი სწავლობს, ის ევროპის უმსხვილეს სასწავლებლად ითვლება. . დიდი იტალიური ოჯახი დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ მითია – ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ერთადერთი შვილი ხშირად მშობლებთან 30 წლამდე ცხოვრობს. . საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 30 კილოგრამ მაკარონის ნაწარმს მიირთმევს. იტალიაში პასტის 150-მდე სახეობა არსებობს
#travel
#travelwithkato
#travelwithme
#travelling
#lovetravelling
#italy
#italianrestaurant
#interestingfact
#interesting
#information
#facts
#places
#insiderstories
#home
#goodplaces
#news
0